ბიზნეს სესხების უფროსი ექსპერტი — ევრო კრედიტ+

samushao.ge
ევრო კრედიტ+ — ლოგო
ევრო კრედიტ+

ბიზნეს სესხების უფროსი ექსპერტი

₾3000 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია „ევროკრედიტ +“ აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს სესხების უფროსი ექსპერტის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
  • ანაზღაურება: 3000 ლარი (Net) + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლის მოზიდვა;
  • პოტენციურ მომხმარებელთან მოლაპარაკების წარმოება / ვიზიტები;
  • მომხმარებლის ბიზნესის ანალიზი/შეფასება;
  • ფინანსური უწყისების ანალიზის მომზადება;
  • სესხის პროექტის მომზადება და კომიტეტისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
  • სესხის გაცემის პროცესის მართვა;
  • პორტფელში არსებული სესხების გადახდის პროცესის მონიტორინგი და შესაბამისი მართვა;
  • პერიოდული ზეპირი და წერილობითი ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, საბანკო ან/და ფინანსების მიმართულებით;
  • საბანკო ან/და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მიმართულების სამუშაო გამოცდილება;

დამატებითი უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • ენერგიული, აქტიური;
  • ორგანიზებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ