თრიფრენთსი
ბიზნეს ოპერაციებისა და ანალიტიკის მენეჯერი
შეთანხმებით
ახალი
თბილისი · ადგილზე
სრული განაკვეთი
კომპანია ''თრიფრენთს''-ი აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ოპერაციებისა და ანალიტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის შემოსავლებისა და ხარჯების ყოველდღიური კონტროლი
- მანქანების დატვირთულობის, შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი
- Excel / Google Sheets-ში ფინანსური მონაცემების ანალიზი
- პრობლემების იდენტიფიცირება და სწრაფი გადაწყვეტა
- დავალებების გაწერა კონკრეტულ სამოქმედო ნაბიჯებად
- გუნდის კონტროლი და შესრულების მონიტორინგი
- პროცესების ოპტიმიზაცია და სისტემების გამართვა
- მოგებიანობის ანგარიშების მომზადება
- ხარჯების ოპტიმიზაციის შესაძლებლობების გამოვლენა
- ციფრული არხების ანალიზი: Smartlook და Microsoft Clarity სესიების ანალიზი
- მომხმარებელთა ქცევის შეფასება და პრობლემური წერტილების აღმოჩენა
- Yandex Direct კამპანიების შედეგების მონიტორინგი
- ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება
- დამფუძნებლისთვის გადაწყვეტილებების მხარდამჭერი რეკომენდაციების წარდგენა
მოთხოვნები:
- Excel-ის კარგი ცოდნა
- რიცხვებთან და მონაცემებთან მუშაობის უნარი
- ძლიერი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება
- დავალების სწრაფად გაგება და შესრულების გეგმის აწყობა
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ყურადღება
- პასუხისმგებლობის აღების უნარი
- სწრაფ გარემოში მუშაობის გამოცდილება
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება პლუსად
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
- შედეგზე ორიენტირებული აზროვნება
- პრობლემის დანახვა სანამ კრიზისი გახდება
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება
- პროცესების დალაგების და გაუმჯობესების სურვილი