ბიზნეს კლიენტთა მრჩეველი — პროკრედიტ ბანკი

პროკრედიტ ბანკი — ლოგო
პროკრედიტ ბანკი

ბიზნეს კლიენტთა მრჩეველი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოგვიერთდი "პროკრედიტ ბანკის" გუნდში!

"პროკრედიტ ბანკი" საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და გერმანიის ბაზრებზე.

ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას. ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება — სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია.

ვაკანსია: ბიზნეს კლიენტთა მრჩეველი

ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციური კლიენტების მოზიდვა;
  • კლიენტისთვის საბანკო მომსახურებასთან და პროდუქტებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა და პროდუქტების შეთავაზება;
  • საბანკო მომსახურების და პროდუქტების სრულყოფილი ცოდნა;
  • დადგენილი გეგმის შესრულება;
  • ბიზნეს პორტფელის შექმნა, ზრდის უზრუნველყოფა, მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი;
  • კლიენტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • კლიენტის სოციალური და ფინანსური ანალიზის ჩატარება;
  • საკრედიტო განაცხადის დამუშავება, რეზიუმეს მომზადება, კომიტეტზე წარდგენა, კომიტეტში მონაწილეობის მიღება ხმის უფლებით;
  • ბანკის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (>B2);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

ჩვენი იდეალური კანდიდატი:

  • მოტივირებული;
  • პასუხისმგებლობიანი;
  • შედეგებზე და განვითარებაზე ორიენტირებული;
  • გუნდურ გარემოში ეფექტურად მომუშავე;

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 02/08/2026

სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.