ბიზნეს გიდი — თიბისი

თიბისი — ლოგო
თიბისი

ბიზნეს გიდი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სს "თიბისი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე : ბიზნეს გიდი - საბურთალოს ფილიალი

ადგილმდებარეობა: თბილისი

დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება

სამუშაო გრაფიკი: სრული

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

შექმენი კომპანიის ძლიერი მომავალი ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად

თიბისის ბიზნესების მხარაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბიზნეს ეკოსისტემის გაუმჯობესება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება. წლების განმავლობაში თიბისის მხარდაჭერით განვითარდა და გაიზარდა არაერთი ბიზნესი, რომლებიც დღესდღეობით მოწინავე როლს თამაშობენ ადგილობრივ ბაზარზე.

ბიზნესებისთვის, როგორც თიბისის მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება თიბისისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს პროცესი თავის მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას და მუდმივად ძიების პროცესში ყოფნას მოითხოვს.

სამუშაოს აღწერა

ბიზნეს გიდის პოზიცია შენთვის გარდამავალი ფაზაა შემდგომი განვითარებისკენ.

შენ, როგორც ბიზნეს გიდი:

  • გამოავლენ მომხმარებლის საჭიროებებს და უზრუნველყოფ მისი მაღალი ხარისხით მომსახურებას
  • დაარეგისტრირებ კომპანიებიებს და გაუხსნი საბანკო ანგარიშებს
  • კარგად გეცოდინება თიბისის ბიზნეს პროდუქტების კატალოგი და შეძლებ მათ შეთავაზებას და რეგისტრაციას
  • კოსნულტაციას გაუწევ მომხმარებლებს ბიზნეს სესხებთან დაკავშრებით
  • გააცნობ მომხმარებლებს არსებული არაფინანსუი სერვისებს (ტრეინინგები, დაჯილდოებები, ფორუმები და ა.შ)

კვალიფიკაცია

  • მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • სასურველია ბიზნეს კლიენტების მომსახურების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

ველოდებით გამოხმაურებას თუ:

  • თუ ხარ ენერგიული და გსიამოვნებს ხალხთან ურთიერთობა;
  • თუ გაქვს კარგი კომუნიკაციის და ახსნის უნარი;
  • ხარ ორგანიზებული და კრეატიული.