ბიზნეს განვითარების მენეჯერი
ი-სპეისი | E-Space აცხადებს ვაკანსიას: ბიზნეს განვითარების მენეჯერი
შპს "ი-სპეისი" ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელის ოპერატორი კომპანიაა, რომლის მისია არის საქართველოში ელექტრომობილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის და სერვისების შექმნა და განვითარება, ასევე ჭკვიანი ტექნოლოგიების დანერგვა.
ვეძებთ აქტიურ და შედეგზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელიც გააძლიერებს ი-სპეის-ის კომერციულ განვითარებას და პარტნიორთა ბაზის გაფართოებას.
ძირითადი პირობები:
- განაცხადის ვადა 30 ივლისი, 2026
- სამუშაო გრაფიკი სრული განაკვეთი: 10:00-18:00, კვირაში 5 დღე (შ-კ დასვენება)
- ადგილმდებარეობა თბილისი, ზურაბ & თეიმურაზ ზალდასტანიშვილების ქ. #16
- გამოსაცდელი ვადა 3 თვე
- ანაზღაურება 1300 ₾ (Net) + ბონუსი გაყიდვებიდან. გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ ხელფასის ზრდის შესაძლებლობა მიღწეული შედეგების შეფასების შესაბამისად.
ფუნქცია-მოვალეობები:
- პოტენციური B2B კლიენტების პროაქტიული მოძიება და კომუნიკაცია ი-სპეის-ის გადაწყვეტილებების შეთავაზების მიზნით (სასტუმროები, ბანკები, საცალო ვაჭრობა, აგს-ები და სხვ.).
- არსებულ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნება, ურთიერთობების განვითარება და დამატებითი სერვისების შეთავაზება.
- ოფისში მოსული ბიზნეს კლიენტების კონსულტაცია და გაყიდვების პროცესის წარმართვა პირველადი კონტაქტიდან გარიგების დასრულებამდე.
- პოტენციურ კლიენტებთან ფიზიკური ან ონლაინ შეხვედრების ჩატარება.
- მარტივი კომერციული შეთავაზებების მომზადება — ფასები, პაკეტები, ერთგვერდიანი სარეზიუმე.
- კონტრაქტების გაგზავნა, მიღება და მართვა მენეჯმენტთან კოორდინაციით.
- CRM სისტემის წარმოება — ლიდების, ფოლო-აპების და გარიგებების სტატუსების განახლებული აღრიცხვა.
- აქტიურ გარიგებებზე ვადების კონტროლი და პროცესის წარმართვა.
- ონლაინ ტენდერ პლატფორმებისა და შესყიდვების პორტალების მონიტორინგი; რელევანტური შესაძლებლობების გამოვლენა.
- დარგობრივ ღონისძიებებსა და გამოფენებში მონაწილეობა.
- ბაზრის გაფართოების შესაძლებლობების კვლევა — ახალი ქალაქები, სექტორები, პარტნიორთა კატეგორიები.
- განხორციელებული გაყიდვების ასახვა შესაბამის პროგრამაში და ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა დირექტორისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სამუშაო გამოცდილება — გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; სასურველია B2B
კომპეტენცია და უნარები:
- მოლაპარაკებისა და გაყიდვების ძლიერი უნარები
- სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა
- ქართულ ენაზე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის მაღალი დონე
- MS Office (Word, Excel) — კარგი დონე
- ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
- ანალიტიკური და კრეატიული აზროვნება
- პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
- პრობლემების სწრაფი გადაჭრის უნარი