ბიზნეს დაკრედიტების ოფიცერი- თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, გორი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლენდაფი", რომელიც წარმოდგენილია თბილისსა და საქართველოს 3 რეგიონში, აქტიურად აგრძელებს განვითარებას და მიკროსაფინანსო სექტორში სანდო და ინოვაციური კომპანიის სახელის დამკვიდრებას.
"ლენდაფის" მთავარი მიზანი სწრაფი და ინოვაციური სასესხო პროდუქტების შეთავაზებით, მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობების მხარდაჭერა და განვითარებაა. ამასთანავე ორგანიზაციის მთავარი ღირებულება კომპანიაში არსებული ჯანსაღი, სასიამოვნო, თანამშრომლის პროფესიულ და კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემოა.
პოზიცია: ბიზნეს დაკრედიტების ოფიცერი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ფიქსირებული სახელფასო ანაზღაურება: 800-1500 ლარი (დამატებით ყოველთვიური ბონუსი)
სხვა სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა.
ქალაქი: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი და გორი
პოზიციის ძირითადი მოვალეობები:
- არსებული და პოტენციური მომხმარებლისთვის ორგანიზაციის სასესხო პროდუქტებზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება/შეთავაზება/დაინტერესება;
- სასესხო განაცხადების და მომხმარებლის ბიზნესის ანალიზი და შეფასება;
- საკრედიტო კომიტეტისათვის სესხის პროექტის წარდგენა და რეკომენდაციის მიცემა;
- სესხის გაცემისთვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა;
- საკრედიტო პორტფელის მართვა (მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნების უზრუნველყოფა, გადახდების მონიტორინგი);
- ვადაგადაცილებულ სესხებზე ეფექტიანი მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების, ეკონომიკის და/ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 6-თვიანი გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელური და თავდაჯერებული;
- მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
- ინფორმაციის წარდგენისა და გადაცემის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სამუშაოს ორგანიზების უნარი.