ბიზნეს ანალიტიკოსი
შპს "კომპანია ორბიტა", არის მსხვილი სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური კომპანია, სხვადასხვა კატეგორიის, საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში 2004 წლიდან. კომპანია ორიენტირებულია გრძელვადიან პარტნიორობაზე, პორტფელის მაქსიმიზაციაზე და პროდუქტის ცნობადობის გაზრდაზე.
შპს კომპანია "ორბიტა" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- ანალიტიკური და სტატისტიკური რეპორტების დამუშავება და შესაბამისი ფაილების წარმოება;
- ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური და გეგმიური ანალიზების წარმოება;
- ანალიტიკური პროგრამების ადმინისტრირება;
- მონაცემთა ბაზის ანალიტიკა და შესაბამისი პირების ინფორმირება;
- გაყიდვების და ლოჯისტიკური გუნდის ანალიტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფა;
- შესყიდვების და მარაგების ანალიზი;
- პროგნოზების განსაზღვრა და რეკომენდაციების შემუშავება;
- ფიქსირებული ხელფასებისა და ბონუსების კალკულაცია;
- დებიტორული დავალიანებების (ქსელური ნაწილი) ანალიზი და მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში ქსელებთან კავშირი;
- მოკლევადიანი და ვადაგასული პროდუქციის ანალიტიკა და მონიტორინგი;
- მონაცემთა ბაზიდან პერიოდული ანგარიშების მომზადება;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.
მოთხოვნები:
- აუცილებელია უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, მათემატიკისა ან სხვა ტექნიკურ დარგში;
- სასურველია 1C - ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია გაყიდვების და დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა განსაკუთრებით Microsoft Excel;
ხელფასი: განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.
პირობები და ბენეფიტები:
- სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათი (1 საათი შესვენება);
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კორპორატიული ნომერი;
- ფიტპასი.