ბიუჯეტირებისა და რეპორტინგის უმცროსი ანალიტიკოსი
შპს „ჯიაიჯი ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას ბიუჯეტირებისა და რეპორტინგის უმცროსი ანალიტიკოსის ვაკანტურ პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ჰოლდინგის კომპანიების ყოველთვიური, კვარტალური, წლიური, მენეჯერული რეპორტების მომზადება, ბიუჯეტთან და წინა პერიოდებთან გადახრების ანალიზი;
- ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ყოველთვიური, წლიური ბიუჯეტების მომზადება, ანალიზი;
- ანგარიშგებებისა და ანალიზისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება სხვა განყოფილებებიდან;
- ჰოლდინგსი შემავალ კომპანიებში ERP პროგრამაში მენეჯერული რეპორტების დანერგვა;
- ჰოლდინგში შემავალი კომპანიების პერიოდული პროგნოზების მომზადება/ანალიზი;
- სხვადასხვა ტიპის რეპორტების მომზადება;
- უშუალო მენეჯერის დავალებით განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა შესაძლო საკითხებზე მუშაობა.
აუცილებელი მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი ფინანსების, აუდიტის ან ზოგადი მენეჯმენტის განხრით;
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ბიუჯეტირების ან რეპორტინგის სფეროში;
- Microsoft Office პროგრამების კარგად ცოდნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Excel-ის ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
სასურველი პიროვნული მახასიათებლები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
- სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-18:30, ერთ საათიანი შესვენება;
- ოფისი მდებარეობს: თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი 2ა / პეკინის გამზირი 34;
- ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილურის ლიმიტი, საწევროს დაფინანსება Snap Fitness-ში.
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- საწვავის ხარჯების ანაზღაურება
- ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები
- კორპორატიული მობილური პაკეტი