ბისკვიტის მცხობელი- ვარკეთილი
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.
დღეს "მადარტის" გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.
თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.
გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!
კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას ბისკვიტის მცხობლის პოზიციაზე!
აღნიშნულ პოზიციაზე მოსახვედრად შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:
- გასაუბრება HR სპეციალისტთან;
- სტაჟირების ეტაპი ფილიალში.
ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ:
- შრომისა და საქმის სიყვარულს;
- პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბისკვიტის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის მომზადება;
- პროდუქციის მომზადება ტექნოლოგიური ბარათებისა და ინსტრუქციების შესაბამისად;
- ბისკვიტის ფორმების, ლანგრებისა და დამხმარე ინვენტარის გამზადება;
- ღუმელის, მიქსერისა და სხვა საწარმოო დანადგარების მუშაობის პრინციპების ზედმიწევნით დაცვა;
- სამუშაო პროცესში გამოყენებული ინვენტარის მოფრთხილებაზე ზრუნვა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი;
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე;
ანაზღაურება: 1300-2000 ლარი.
ჩვენ ასევე გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass-ით სარგებლობას;
- პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
- უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.
გისურვებთ წარმატებას!