ბიბლიოთეკარი
შპს "ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ბიბლიოთეკარის პოზიციაზე.
პირობები:
- სტრუქტურული ერთეული: ბიბლიოთეკა
- თანამდობრივი სარგო: შეთანხმებისამებრ;
- ადგილების რაოდენობა: 1;
- სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კოსტავას ქ N 77;
- გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე.
- სამუშაო დრო: ნახევარი განაკვეთი (15:00-20:00).
ძირითადი მოვალეობები:
- ბიბლიოთეკაში შემოსული მკითხველის რეგისტრაცია და კონსულტაციის გაწევა საბიბლიოთეკო რესურსების გამოყენების შესახებ;
- უნივერსიტეტში არსებული საბიბლიოთეკო ფონდის აღრიცხვა, ბაზის შექმნა და ბაზაში ინფორმაციის მუდმივი განახლება;
- შემოსული საბიბლიოთეკო ერთეულების დამუშავება სტანდარტების შესაბამისად, ბაზაში ასახვა და ფონდში განთავსება;
- გარკვეული პერიოდულობით არსებული წიგნების აღწერის ორგანიზება-ჩატარება, გაცემული/დაკარგული წიგნების აღმოჩენა და მათი დაბრუნების ეფექტური და დროული უზრუნველყოფა;
- ბიბლიოთეკაში ახლად შემოსული, გაცემული და დაბრუნებული საბიბლიოთეკო რესურსების დამუშავება, აღრიცხვა და ფონდში განთავსება, საბიბლიოთეკო სტანდარტების მიხედვით;
- სხვა ფუნქციების შესრულება რომელიც გამომდინარეობს ბიბლიოთეკის დანიშნულებიდან/საქმიანობიდან, ასევე ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- სასურველია პროფესიული დიპლომი ბიბლიოთეკარის კვალიფიკაციით;
- მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
- განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PP-ძალიან კარგი);
- ინგლისური ენა - B1 დონე (მეტყველება, წერა).
ვაკანსიის დეტალები:
- კონკურსი გამოცხადებულია 2026 წლის 10 აგვისტოს და დასრულდება 10 სექტემბერს.
- კონკურსის პირველი ეტაპი არის დოკუმენტების გადარჩევა.
- კონკურსის მეორე ეტაპი არის გასაუბრება.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად" თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, დაამუშაოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.