ბეტონის შემრევი დანადგარის ოპერატორი — Fibrex

Fibrex — ლოგო
Fibrex

ბეტონის შემრევი დანადგარის ოპერატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Fibrex LLC (ფიბრობეტონის მწარმოებელი კომპანია) აცხადებს ვაკანსიას ბეტონის შემრევი დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"Fibrex" არის საქართველოში მოქმედი ფიბრობეტონის (GRC/GFRC) ელემენტების მწარმოებელი კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია მაღალი ხარისხის საფასადე და არქიტექტურული ელემენტების წარმოებაში.

ძირითადი მოვალეობები:

  • ბეტონის შემრევი დანადგარის მართვა და კონტროლი;
  • ნედლეულის დოზირება და რეცეპტის დაცვა;
  • ბეტონის ნარევის ხარისხის კონტროლი;
  • დანადგარის გამართულ მუშაობაზე ზედამხედველობა;
  • დანადგარის ყოველდღიური მოვლა და ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია საწარმოო დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ტექნიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
  • უსაფრთხოების წესების ცოდნა და დაცვა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად)