ბეტონის ქარხნის მექანიკოსი
„ჰანიველ ცემენტი“ საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში, ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.
ჰანიველ ცემენტი აცხადებს ვაკანსიას ბეტონის ქარხნის მექანიკოსის პოზიციაზე მარნეულის რაიონ, სოფელ ხანჯიგაზლოში მდებარე ბეტონის მწარმოებელ ქარხანაში.
სამუშაო ადგილმდებარეობა: მარნეულის რაიონი, სოფელი ხანჯიგაზლო
სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი დღის ცვლა
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი მოვალეობები:
- ქარხნის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
- ჩაბარებული ინსტრუმენტების, მოწყობილობების და მანქანა-მექანიზმების გაფრთხილება, მოვლა, შენახვა;
- ქარხნის ტერიტორიაზე მოახლოებული რემონტების დაგეგმვა და წარმოება;
- შედუღებითი სამუშაოების შესრულება;
- დანადგარ-მოწყობილობების მუდმივი მონიტორინგი პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით;
- შესრულებულ სამუშაოებზე ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდება/გადაცემა უშუალო მენეჯერისთვის;
- კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებსა და რეგულაციების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- პროფესიული განათლება მექანიკის და შედუღების მიმართულებით.
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
- ორგანიზების უნარი.
- ანალიზის უნარი.
- დროის მართვის უნარი.
- პრობლემის დროულად აღმოფხვრის უნარი.
კომპანიის მიერ შეთავაზებული პირობები:
- ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად.
- ჯანმრთელობისა და სიცოცხლის პრემიუმ დაზღვევას საუკეთესო პირობებით ყველა თანამშრომლისთვის.
- სრულად ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას ორივე მშობლისთვის.
- ფინანსურ მხარდაჭერას ბავშვის შეძენის შემთხვევაში.
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა