ბელბოი/უსაფრთხოების ადმინისტრატორი
"BOYGAR`S" ეძებს ბელბოის/უსაფრთხოების ადმინისტრატორს, რომელიც უზრუნველყოფს მაღაზიის უსაფრთხოებას, წესრიგს და სტუმრების თავაზიან მომსახურებას.
ანაზღაურება: 1300 ლარი
სამუშაო გრაფიკი: ცვლებით - 5 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება
ლოკაცია: 15 შოთა რუსთაველის გამზირი #15
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების/კლიენტების მისაღებად მაღაზიის კარის გაღება და თავაზიანი დახვედრა სამუშაო გრაფიკის შესაბამისად;
- სამუშაო დღის დაწყებისა და დასრულებისას მაღაზიის სივრცეების შემოწმება და პრობლემების დაფიქსირება;
- ვიდეოკონტროლის საშუალებით შიდა და გარე სივრცეების მონიტორინგი და დარღვევების შემთხვევაში მენეჯმენტის ინფორმირება შესაბამისი ცვლის განმავლობაში;
- საჭიროების შემთხვევაში ოპერაციულ პროცესებში დახმარება (დატვირთვა/გადმოტვირთვა, პროდუქციის საწყობიდან სავაჭრო დარბაზში გადატანა).
მოთხოვნები:
- დისციპლინა, ყურადღება დეტალების მიმართ, სწრაფი რეაგირება და კონფიდენციალურობა;
- ფიზიკური გამძლეობა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიულ გუნდს და მკაფიო სამუშაო პროცესებს.
CV-ს გაგზავნის ბოლო ვადა: 20 სექტემბერი.