ბელბოი
შპს. „გლორია“ მართავს ორ სასტუმროს - „ტიფლის პალასს“, რომელიც გახლავთ ბუტიკური ტიპის სასტუმრო, (მდებარეობს ძველ თბილისში და მოიცავს 43 ნომერს და რესტორანს „ტიფლის ვერანდას“) და „Grand Gloria“-ს - გახლავთ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ბულვარის პირველ ზოლში და მოიცავს 167 ნომერს, სპა ცენტრს, რესტორანს.
კომპანია უკვე 12 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა სტაბილურობით.
შპს „გლორია“ აცხადებს ვაკანსიას „ბელბოის“ პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას
- კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას
- კვებით უზრუნველყოფას
ფუნქცია-მოვალეობები:
- მიესალმოს სტუმრებს, შეიტანოს მათი ბარგი სასტუმროში და მიაცილოს ისინი სასტუმროს ოთახამდე;
- გააცნოს სტუმრებს სასტუმროს წესები, ასწავლოს სასტუმროს კუთვნილი აღჭურვილობის გამოყენება, აუხსნას ოთახების თავისებურებები;
- უზრუნველყოს ჩამოსული/ მიმავალი სტუმრების ბარგის მოკლე ან გრძელი ვადით სათანადოდ შენახვა;
- დაცვის სამსახურს აცნობოს ნებისმიერი უყურადღებოდ მიტოვებული ბარგის შესახებ.
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 2 ივლისი
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- უფასო კვება