ბელბოი
სასტუმრო "მუხრანთუბანი" აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე.
ბელბოი პასუხისმგებელია სტუმართა თავაზიან მიღება-დახვედრაზე და გაცილებაზე, მაქსიმალურად მეგობრული და სასიამოვნო გარემოს შექმნაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- აკონტროლოს უნივერსალური გასაღების და დაიცვას უსაფრთხოების სტანდარტები;
- მოახდინოს სტუმრის ბარგის იდენტიფიცირება, მიაცილოს სტუმარი ოთახამდე თავისივე ბარგით და უზრუნველყოს ოთახის შესახებ ზოგადი ინფორმაციით;
- ჯგუფების მიღების შემთხვევაში, სწრაფად, დროულად და ორგანიზებულად მოახდინოს ბარგის იდენტიფიცირება, შეგროვება და დანიშნულების ადგილზე მიტანა;
- დაამყაროს მჭიდრო ურთიერთობები სხვა დეპარტამენტების თანამშრომლებთან;
- ბარგის ოთახის მოწესრიგება და მართვა;
- შიდა და გარე პერიმეტრზე განათების ანთება/ჩაქრობა;
- ფლობდეს სასტუმროს, სივრცეების, მომსახურებების შესახებ სრულ ინფორმაციას;
- იცოდეს ინფორმაცია ქალაქში მდებარე ღირსშესანიშნაობების შესახებ;
- დაიცვას ობიექტზე არსებული სტანდარტები: ატარებდეს მოწესრიგებულ უნიფორმას.
მოთხოვნები: აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- დროის მართვის უნარი.
ხელფასი: 1000 ლარი
სასურველია, საჭიროებისამებრ, შრომის კოდექსით და შინაგანაწესით განსაზღვრული დამატებითი ანაზღაურების შესაბამისად, კანდიდატი მზად იყოს მოქნილი სამუშაო გრაფიკით მუშაობისთვის საღამოს საათებში, დასვენების დღეებში და ა.შ.