ბელბოი — სასტუმრო Grand Bellagio

samushao.ge
სასტუმრო Grand Bellagio — ლოგო
სასტუმრო Grand Bellagio

ბელბოი

შეთანხმებით ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმრო Grand Bellagio ბათუმში იწვევს ენერგიულ, თავაზიან და კომუნიკაბელურ კანდიდატებს ბელბოის (Bellboy) პოზიციაზე, ფრონტ ოფისის (მიმღების) გუნდში.

სწორედ ბელბოი ქმნის სტუმრისთვის პირველ შთაბეჭდილებას, ამიტომ ვეძებთ ადამიანს, ვისთვისაც მაღალი დონის მომსახურება და სტუმარმასპინძლობა პრიორიტეტია.

ძირითადი მოვალეობები:

  • სასტუმროში მოსული სტუმრების ღიმილით დახვედრა, მისალმება და პირველადი დახმარება;
  • სტუმრების ბარგის უსაფრთხო ტრანსპორტირება მიმღებიდან ნომრამდე და პირიქით;
  • სტუმრებისთვის ნომრის მოკლე პრეზენტაცია (ტექნიკის, სეიფის თუ სხვა სისტემების ჩვენება);
  • საჭიროების შემთხვევაში, სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს სერვისებისა და ლოკაციების შესახებ;
  • ფრონტ ოფისის მენეჯერისა და ადმინისტრატორების სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის ცოდნა (სხვა უცხო ენა, ჩაითვლება უპირატესობად);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია, თუმცა არ არის სავალდებულო;
  • კომუნიკაციის უნარი, თავაზიანობა და პოზიტიური განწყობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი და პუნქტუალურობა;
  • ფიზიკური გამძლეობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კვებით უზრუნველყოფას სამუშაო საათებში;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას მზარდ გუნდში.

მისამართი: ბათუმი, [ლეხ და მარია კაჩინსკის #3]

უპირატესობები:

  • უფასო კვება
  • ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ