ბექ-ოფისის სპეციალისტი
Indigo Cars საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც 10-წლიანი გამოცდილებით უზრუნველყოფს ავტომობილების აშშ-ში შეძენასა და ტრანსპორტირებას საქართველოში, ევროპასა და აზიაში. Indigo Cars წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს და მომხმარებელს სთავაზობს სანდო, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას. ჩვენი გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ავტომობილის შერჩევის, შეძენისა და მიწოდების სრულ პროცესს მართავენ. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, ხოლო რეგიონალური ოფისები ფუნქციონირებს თბილისში, გორში, მარნეულში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში. Indigo Cars მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული - ვნერგავთ მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ ინოვაციურ მომსახურების სერვისებს და ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს.
ავტოიმპორტიორი კომპანია "Indigo Cars" აცხადებს ვაკანსიას ბექ-ოფისის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
- სრული სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათამდე
- ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი ფუნქციები:
- პროგრამაში მონაცემების განახლება და მონიტორინგი.
- კომპანიებთან სატელეფონო კომუნიკაცია და კვალიფიციური ინფორმაციის გამოთხოვა/მიწოდება;
- ინვოისების მომზადება.
- შემოსული მეილების კონტროლი და უკუკავშირის დაბრუნება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია);
- სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობა ჩაითვლება უპირატესად;
პიროვნული მახასიათებლები:
- ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშობის უნარი;
- პასუხისმგებლობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.
ბენეფიტები:
- ჯამრთელობის დაზღვევა;
- ფიტპასი;