ბაზრის კვლევისა და შესყიდვების სამსახ. წამყვანი სპეციალისტი — საქართველოს მელიორაცია

საქართველოს მელიორაცია — ლოგო
საქართველოს მელიორაცია

ბაზრის კვლევისა და შესყიდვების სამსახ. წამყვანი სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების დეპარტამენტში ბაზრის კვლევისა და შესყიდვების სამსახურის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ელექტრონული და გამარტივებული შესყიდვების განხორციელება მოქმედი საახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა წესების შესაბამისად;
  • სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, ატვირთვა და ადმინისტრირება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
  • შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებისა და მიწოდების ვადების განსაზღვრა, ბაზრის კვლევის ჩატარება და შესაბამისი შედეგების წარდგენა;
  • ელექტრონული, კონსოლიდირებული და გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებისა და მათში ცვლილებების პროექტების მომზადება; გაფორმებული დოკუმენტების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასახვა.
  • საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა ტექნიკური სპეციფიკაციების, ინფორმაციისა და დასკვნების მოსაპოვებლად;
  • შესყიდვების პროცესის დროული, გამჭვირვალე და ეფექტიანი უზრუნველყოფა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, იურიდიული და ფიზიკური პირების წერილების/განცხადებების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება;
  • სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან სამართლის მიმართულებით);
  • სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
  • სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის ცოდნა;
  • მაღალი ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი - ქ.თბილისი;
  • სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი);

21.07.2026

შპს "საქართველოს მელიორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.