ბაზის ადმინისტრატორის
აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - "აგროჰაბი" 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს.
კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას ბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის მასტერ-მონაცემების (SKU) შექმნა, განახლება და ადმინისტრირება;
- მომწოდებლების (Vendor) მონაცემების რეგისტრაცია, განახლება და სიზუსტის კონტროლი;
- ფასების ცვლილების პროცესის ადმინისტრირება და სხვადასხვა სისტემაში მონაცემთა შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- ახალი ფილიალების გახსნის პროცესში მონაცემთა ბაზების მომზადება და სისტემური პარამეტრების კონფიგურაცია;
- სისტემებს შორის მონაცემთა შესაბამისობის კონტროლი;
- ABM Cloud-სა და Apex-ს შორის მონაცემთა ინტეგრაციის მონიტორინგი და მხარდაჭერა;
- პროდუქციის მიღების პროცესში ფასებთან, მომწოდებლებთან და მონაცემებთან დაკავშირებული შეუსაბამობების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
- ბაზის მართვასთან დაკავშირებული სხვა პროცესები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- Excel - ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- მონაცემთა ბაზებთან და მასტერ-მონაცემების მართვასთან მუშაობის გამოცდილება;
- საცალო ვაჭრობის სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ:
- მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
- მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
- მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
- მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
- წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
- მონაცემთა გადატანის უფლება;
- ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
- თანხმობის გამოხმობის უფლება;
- გასაჩივრების უფლება.