ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ასისტენტი- გორი
"საზოგადოება ბილიკი" აცხადებს კონკურსს ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: გორი, რუსთაველის ქ. N28
ასისტენტის ძირითადი ფუნქციები:
- ორგანიზაციული და პროექტული დოკუმენტაციების მოწესრიგება: ბენეფიციარების ქეისები, არსებული დოკუმენტების სრულყოფა, ბენეფიციართა ვაუჩერები, თანამშრომლების პირადი საქმეები, ჟურნალები და ა.შ.;
- პერიოდულად ორგანიზება გაუკეთოს ბენეფიციართა, მათი ოჯახის წევრების, თანამშრომელთა კვლევის (რაოდენობრივი, ფოკუს ჯგუფები, ინდივიდუალური ინტერვიუები) ჩატარებას და შესაბამის ანგარიშების მომზადებას;
- ორგანიზაციაში არსებული სხვადასხვა რეესტრების წარმოება/შედარება: ხელშეკრულებები, დროის აღრიცხვის ფურცლები, ვიზიტების ფორმები და სხვა;
- საორგანიზაციო საკითხების მოგვარება თანამშრომელთა საგანმანათლებლო და რეკრეაციულ ღონისძიებებისთვის.
- მონაწილეობის მიღება ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ საგანმანათლებლო და რეკრეაციულ ღონისძიებებში.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება.
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონე.
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა.
- დეტალებზე ორიენტირება.
- პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი.
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
- განსაზღვრულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.
ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 10 ივლისი 18:00 საათი.