ბავშვთა ფსიქიატრი — ევექსი

ევექსი

ბავშვთა ფსიქიატრი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".

კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.

კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა ფსიქიატრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბახტრიონის 10ბ; ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი "კარავი"

სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

  • სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში პაციენტის დაავადების მართვა და უწყვეტი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა
  • პაციენტის განვითარების და ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება
  • ICD10 კრიტერიუმების მიხედვით შესაბამისი დიაგნოზის დასმა
  • პაციენტისთვის მედიკამენტური მკურნალობის დანიშვნა და მართვა
  • პაციენტისთვის თერაპიული კურსის შერჩევა
  • საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემის უზრუნველყოფა

ვაკანსიის მოთხოვნები:

  • აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • ნეიროგანვითარებითი დარღვევების ცოდნა;
  • ძირითადი სკრინინგ და სადიაგნოსტიკო ტესტების საბაზისო ცოდნა;
  • აუცილებელია დამოუკიდებელი პროფესიული პრაქტიკული გამოცდილება შესაბამის სფეროში;
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა.