ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი- ქუთაისი/სამტრედია
ინფორმაცია ჩვენს შესახებ - ჩვენ ვართ ბავშვთა და მოზარდთა კონსულტაციის, დიაგნოსტირებისა და ინტერვენციის ცენტრი "მიელინი", რომლის მისიაა ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება განვითარების რისკის მქონე, შეზღუდული ან/და დამატებითი საჭიროების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის.
"გახდი იმ გუნდის ნაწილი, ვინც ბავშვებს სამყაროსთან ადაპტაციასა და თვითგამოხატვაში ეხმარება". ჩვენ გვჯერა, რომ თითოეულ ბავშვს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სრული პოტენციალით გამოხატოს საკუთარი თავი და თავი იგრძნოს უსაფრთხოდ და დაცულად იმ გარემოში სადაც ის ვითარდება. სწორედ ამიტომ, ვქმნით გარემოს, სადაც პროფესიონალები ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდამჭერი პარტნიორები არიან.
ცენტრი "მიელინი" ეძებს მოტივირებულ ბავშვთა ფსიქოლოგს, რომელიც იზრუნებს ბავშვებისა და მათი ოჯახების ემოციურ კეთილდღეობაზე, ხელს შეუწყობს ადრეულ დიაგნოსტირებას, მათ განვითარებას და უსაფრთხო, მხარდამჭერი გარემოს შექმნას.
პოზიცია: ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი
ადგილმდებარეობა: ქუთაისი/სამტრედია
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: მზარდი, განხორციელებული ვიზიტების რაოდენობისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
ძირითადი მოვალეობები:
- რეაბილიტაცია-აბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება ინტერდისციპლინურ გუნდთან ერთად (ბავშვთა ნევროლოგი, განვითარებისა და კლინიკური ფსიქოლოგები, ფიზიკური თერაპევტები, ენისა და მეტყველების თერაპევტები, ქცევითი თერაპევტები, აკადემიური თერაპევტი და სხვ.);
- ბავშვებთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა, თერაპიული სესიების წარმართვა;
- ბავშვის შეფასება/გადაფასება სხვადასხვა შესაბამისი ინსტრუმენტის გამოყენებით, ემოციური და ქცევითი სირთულეების ობიექტური ანალიზი;
- ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შემუშავება/განხორციელება ინტერდისციპლინურ გუნდთან (მშობლის/მზრუნველის ჩათვლით) პარტნიორობით;
- მშობლების ფსიქო-ემოციური განათლება და მხარდაჭერა;
- მულტიდისციპლინური და ტრანსდისციპლინური გუნდის კრებებში აქტიური მონაწილეობა და თანამშრომლობა;
- ბავშვის პროგრესის მუდმივი შეფასება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (მათ შორის, ელექტრონულად Google Drive-ზე).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიის მიმართულებით;
- ქცევის გამოყენებითი ანალიზის (ABA) საბაზისო ცოდნა ან 40-საათიანი ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო კურსის გავლა (რომელიც ხორციელდება ჩვენსავე ორგანიზაციაში);
- კომპიუტერული პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა (Microsoft Office, ინტერნეტი, Google Drive).
სასურველი მოთხოვნები (ჩაითვლება უპირატესობად):
- ქცევითი თერაპევტის სერტიფიკატის ფლობა;
- მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ტიპური ან ატიპური განვითარების ბავშვებთან (კერძოდ: აუტიზმის სპექტრის, ცერებრული დამბლის, ინტელექტუალური, ენისა და მეტყველების შეფერხების მქონე ბავშვებთან);
- ინგლისური და/ან რუსული ენის მინიმუმ B1 (სასაუბრო) დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პროფესიული განვითარების ძლიერი მოტივაცია;
- გამართული მეტყველებისა და აკადემიური წერის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- დროისა და სამუშაო რესურსების სწორი მენეჯმენტი;
- ახალ გარემოში სწრაფი ადაპტაციისა და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი.
ჩვენთან დაგხვდებათ:
- მზრუნველი, მეგობრული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო;
- საერთაშორისო და ადგილობრივი სუპერვიზია პროფესიული ზრდისთვის;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- FitPass-ზე წვდომა;
- ანაზღაურებადი ავადობის დღეები;
- კარიერული წინსვლისა და მუდმივი განვითარების შესაძლებლობა.
შერჩევის ეტაპები:
კადრის შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად:
- შემოსული რეზიუმეების (CV) გადარჩევა;
- გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან;
- საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობა.