ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ლიდერი- ქუთაისი — SOS ბავშვთა სოფელი

SOS ბავშვთა სოფელი — ლოგო
SOS ბავშვთა სოფელი

ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ლიდერი- ქუთაისი

შეთანხმებით ახალი ქუთაისი · ადგილზე ნახევარი განაკვეთი
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" ქუთაისის ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის ფარგლებში აცხადებს შემდეგ ვაკანსიას: ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ლიდერი

სამუშაო ადგილი: ქუთაისი
საქმიანობის ძირითადი მიზანი: ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამის გუნდის მხარდაჭერა ადმინისტრაციულ საკითხებში.
სამუშაო დატვირთვა: არასრული განაკვეთი (კვირაში 20 საათი)
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1 ვაკანტური ადგილი

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** მონაცემთა ბაზების (შიდა ორგანიზაციული და სახელმწიფო) წარმოება;
** ბენეფიციარ მშობლებთან კომუნიკაცია, დოკუმენტების დროულ მოწოდებასა და სხვა ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით;
** ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შეხვედრების ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში დასწრება;
** საკანცელარიო და სხვა საოფისე მასალის შესყიდვის ორგანიზება;
** ყოველთვიური სტატისტიკური ანგარიშების მომზადება.

სავალდებულო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ბენეფიციარებთან მუშაობის გამოცდილება;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** თანადგომისა და ემპათიის უნარი;
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიმღებლობა განსხვავებული აზრისა და სიახლეების მიმართ;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება.

ჩვენ გთავაზობთ:

** მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას;
** მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
** კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.