ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მთავარი ენერგეტიკოსი- ბათუმი — ბათუმის საზღვაო ნავსადგური

ბათუმის საზღვაო ნავსადგური — ლოგო
ბათუმის საზღვაო ნავსადგური

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მთავარი ენერგეტიკოსი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ბათუმის საზღვაო ნავსადგური" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე - ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მთავარი ენერგეტიკოსი

პროფესიისადმი მოთხოვნები:

  • განახორციელოს განყოფილების საქმიანობის დაგეგმარება და ბიუჯეტირება.
  • უზრუნველყოს განყოფილების წინაშე დასმული ამოცანების ხარისხიანი და დროული შესრულება, უხელმძღვანელოს განყოფილების პერსონალს ამ ამოცანების შესრულებისას და აკონტროლოს შესრულების მსვლელობა.
  • მიიღოს გადაწყვეტილებები მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით.
  • მისცეს დავალებები სანარდო ორგანიზაციას და გააკონტროლოს მათი შესრულება.
  • შეადგინოს ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური ანგარიშები ელექტროენერგიის გახარჯვის შესახებ და დასამტკიცებლად წარუდგინოს ნავსადგურის ხელმძღვანელობას.
  • ორგანიზება გაუწიოს ენერგეტიკული მოწყობილობის და ენერგოსისტემების სწორ ტექნიკურ ექსპლუატაციას და დროულ შეკეთებას.
  • უზრუნველყოს ნავსადგურის დიზელ-გენერატორისა და აირის მეურნეობის სწორი და უწყვეტი ექსპლუატაცია, გამართული მუშაობა და პერიოდული შემოწმება.
  • უწყვეტი და ავარიის გარეშე მუშაობის უზრუნველსაყოფად, განახორციელოს შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის და ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვის; ენერგეტიკული დანადგარების ექსპლუატაციის, ენერგო მოწყობილობების და ქსელების გამოყენების და დაცულობის, მიწისქვეშა ნაგებობების და კომუნიკაციების დაცვასთან, კონტროლის, დაცვის და ავტომატიკის სისტემებთან დაკავშირებული სამუშაოების, დროული რემონტის მუდმივი კონტროლი.
  • ელ. კარადების, ელ. სვეტების, ნავსადგურის ტერიტორიაზე საამქროებში, საწყობებში და სათავსოებში ყველა ელ. კვანძის დროულად გაწმენდასთან და სადენების დაცვის იზოლაციის შემოწმებასთან დაკავშირებით სამუშაოების წარმოების კონტროლი.
  • ორგანიზება გაუწიოს დამიწების კონტურების პერიოდული აზომვების და დიელექტრიკული საშუალებების გამოცდების უზრუნველყოფას, უზრუნველყოს მიწისქვეშა ნაგებობების და კომუნიკაციების დაცვითი სამუშაოების ჩატარება, დროულად წარუდგინოს ტექნიკური ზედამხედველობის ორგანოებს ნავსადგურის ელექტრომეურნეობა.
  • მიიღოს მონაწილეობა ნავსადგურის ელექტრომეურნეობის ექსპლუატაციისთვის საჭირო ენერგეტიკული მოწყობილობის, მასალების და სათადარიგო ნაწილების შეძენაზე განაცხადების შედგენაში.
  • განახორციელოს ნავსადგურის ენერგეტიკული ობიქტების ტექნიკური მდგომარეობის ზედამხედველობა.
  • გააკონტროლოს ნავსადგურის ენერგეტიკული მეურნეობის მომსახურებისთვის მენარდე ორგანიზაციების მიერ ჩატარებული სამუშაო, შეამოწმოს მენარდეების და მომწოდებლების მიერ მოწოდებული მომსახურების, მოწყობილობის და მასალების ხარისხი.
  • გააკონტროლოს ენერგეტიკული მოწყობილობის შეკეთების და დათვალიერების შესრულება.
  • განყოფილების მუშაკებს, დადგენილი პერიოდულობით ჩაუტაროს შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის ინსტრუქტაჟი.
  • უზრუნველყოს განყოფილების დასაქმებულების მიერ თავის ფუნქციონალურ მოვალეობებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ დირექტორის ბრძანების გაცნობა და მისი შესრულება.
  • აუცილებლობის შემთხვევაში ხელმძღვანელის განკარგულებით, მზად იყოს სამუშაოს შესრულებისთვის არასამუშაო საათებში, საგანგებო სიტუაციების დროს და საწარმოო აუცილებლობის შემთხვევაში.