ბათუმის რეგიონის ხელმძღვანელი- ბათუმი — ვესტ ინვესტი

ვესტ ინვესტი — ლოგო
ვესტ ინვესტი

ბათუმის რეგიონის ხელმძღვანელი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სადისტრიბუციო კომპანია " ვესტ ინვესტ " დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 100-მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს, რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბათუმის რეგიონის ხელმძღვანელის პოზიციაზე ქ. ბათუმში . სამუშაო განაკვეთი: 08:00-17:00 სთ (კვირაში 5 დღე) სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი ფუნქცია-მოვალეობები: ** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, მოტივაცია და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; ** ახალი თანამშრომლების შერჩევასა და ადაპტაციაში მონაწილეობა; ** გაყიდვების ზრდის მიზნით ახალი ობიექტების მოძიება; ** არსებულ ობიექტებში რეალიზაციის ზრდის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება; ** გაყიდვების გეგმის შედგენა, შესრულების მონიტორინგი და გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა; ** სეზონური და სხვა გეგმების შემუშავება გაყიდვების სტიმულირებისთვის; ** მოლაპარაკებების წარმართვა და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება; ** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი; ** პრობლემების დროული გამოვლენა და მათზე ოპერატიული რეაგირება; ** პროდუქტების მარაგების კონტროლი; ** რეგიონული ბაზრის ანალიზი და კონკურენტული გარემოს შეფასება; ** რეგიონში ლოჯისტიკური პროცესების კოორდინაცია და კონტროლი; ** ცენტრალურ ოფისთან კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა; ** შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების წარდგენა. მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება; ** გაყიდვების პრინციპების ცოდნა; ** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება. საჭირო უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** თვითორგანიზებულობა; ** დროის მართვის უნარი. თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, hr@wi.ge , სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ბათუმის რეგიონის ხელმძღვანელი". აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "ვესტ ინვესტ", "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ