ბარმენის დამხმარე — BET25

BET25 — ლოგო
BET25

ბარმენის დამხმარე

₾1000 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

BET25 არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითიც უზრუნველყობს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს.

"BET25" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის დამხმარის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მისამართი: ვარკეთილი.

სამუშაო განაკვეთი: 24 საათიანი ცვლა ყოველ მეოთხე დღეს;

სამუშაო საათები: 09:00--09:00

უშუალო ხელმძღვანელი: ბარმენი, ჰოლ მენეჯერი

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 1000 ლარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბარმენისათვის დახმარების გაწევა სხვადასხვა პროდუქტის მომზადების დროს;
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებების ზედმიწევნით შესრულება;
  • ბარში და ჰოლში ჰიგიენისა და სისუფთავის სტანდარტების დაცვა;
  • სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
  • სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი.

BET25 გთავაზობთ:

  • დრესკოდის უზრუნველყოფას;
  • კვებას;
  • პროფესიული განვითარების ტრენინგებს;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • პროფესიულ ზრდა/განვითარებას.

უპირატესობები:

  • უფასო კვება