ბარმენი- სოფელი ალავერდი — Alaverdi Resort

Alaverdi Resort — ლოგო
Alaverdi Resort

ბარმენი- სოფელი ალავერდი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ალავერდი რეზორტი" Badagoni Hospitality - ის ერთ-ერთი პროექტია. "Badagoni Hospitality" აერთიანებს რესტორნებს, სასტუმროებსა და სხვადასხვა ტურისტულ სერვისებს ერთიან კონცეფციაში და ქმნის სრულყოფილ სტუმართმოყვარეობის გამოცდილებას. მისი მიზანია ქართული ღვინის, გასტრონომიისა და კულტურის თანამედროვე სტანდარტებით წარმოჩენა. ღვინის კომპანია ბადაგონთან სინერგიით, ჩვენ ვქმნით უნიკალურ ეკოსისტემას, რომელიც ავითარებს ღვინის ტურიზმს და აძლიერებს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოზიციას.

ვაცხადებთ ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მომზადება და სტუმრებისთვის მიწოდება.
  • კოქტეილების მომზადება რეცეპტებისა და დაწესებულების სტანდარტების შესაბამისად.
  • მომხმარებლების თავაზიანი და პროფესიონალური მომსახურება.
  • ბარის სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა.
  • სასმელების, ინგრედიენტებისა და სხვა მარაგების კონტროლი და დროული შევსება.
  • სალარო აპარატთან მუშაობა და შეკვეთების სწორად გაფორმება.
  • მომხმარებლებისთვის მენიუსა და სასმელების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
  • უსაფრთხოების, სანიტარული და შრომის დაცვის წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია ბარმენად მუშაობის გამოცდილება.
  • კოქტეილების, სასმელებისა და მათი მომზადების ტექნოლოგიის ცოდნა.
  • კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და თავაზიანობა.
  • სწრაფად და ეფექტურად მუშაობის უნარი.
  • გუნდური მუშაობისა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

პასუხისმგებლობა:

  • მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა.
  • ბარის ინვენტარისა და პროდუქციის მოვლა-პატრონობა.
  • ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.
  • სტუმრების კმაყოფილებაზე ზრუნვა და პროფესიონალური მომსახურების გაწევა.