ბარმენი- ნატახტარი, სოფ. ახალუბანი
სასტუმრო-კომპლექსი "ვილა მოსავალი" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ნატახტარი, სოფ. ახალუბანი
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- გუნდური მუშაობის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
ძირითადი მოვალეობები:
- ბარში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა
- ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მომზადება
- ბარის ტერიტორიაზე სისუფთავის უზრუნველყოფა
- მომხმარებლისთვის დროული და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა
- გასაყიდი პროდუქციის სათანადოდ განლაგება და შესაბამისი შენახვის წესების დაცვა
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- კვებით უზრუნველყოფას;
- ტრანსპორტირებას (საცხოვრებლით უზრუნველყოფას (საჭიროების შემთხვევაში) კომპლექსის მიმდებარედ)
ანაზღაურება: 1 600 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი
სამუშაო განაკვეთი: სრული (5 სამუშაო დღე / 2 დასვენების დღე)