ბარმენი
"Snap Fitness Georgia" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ბარში წარმოდგენილი საკვები დანამატების სრულყოფილი ცოდნა;
- ბარში წარმოდგენილი პროდუქციის შეთავაზება და გაყიდვა;
- შეიკების/ყავის/ფრეშის სწრაფად და ხარისხიანად მომზადება;
- ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- უპირატესობა მიენიჭება ფიტნესით დაინტერესებულ კანდიდატს;
- ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები: ენერგიული და კომუნიკაბელური.
ჩვენ გთავაზობთ: სნეპ ფიტნესის დარბაზში შეუზღუდავ წვდომასა და სარგებლობას.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 4 დღე ცვლების მიხედვით - 09:00-დან 15:45-მდე და 15:45-დან 22:30-მდე.
ანაზღაურება: ფიქსირებული, ხოლო გეგმის შესრულების შემთხვევაში, დამატებით ხელფასის 25%.