ბარმენი — ენთუზიასტი

ენთუზიასტი

ბარმენი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ენთუზიასტი" ბაზარზე უკვე 12-წლიანი გამოცდილებით არის წარმოდგენილი კაფეებისა და ჩილიმ-ბარების სექტორში და მომხმარებლებს სთავაზობს ხარისხიან მომსახურებასა და გამორჩეულ გამოცდილებას.

ჩვენი გუნდი ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლობიან ბარმენს, რომელიც შეუერთდება დინამიკურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

სამუშაოს აღწერა:

  • სტუმრების პროფესიონალური მომსახურება ბარში
  • სასმელების (ალკოჰოლური და უალკოჰოლო) მომზადება
  • ბარის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა
  • მარაგების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთების დროული დაფიქსირება
  • სტუმრებთან კომუნიკაცია მაღალი მომსახურების სტანდარტით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბარმენად მუშაობის გამოცდილება
  • კომუნიკაბელურობა და გუნდში მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • სტრესულ სიტუაციებში სწრაფად და ეფექტურად მუშაობის უნარი
  • უცხო ენის (ინგლისური/რუსული) ცოდნა სასაუბრო დონეზე

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და კონკურენტულ ანაზღაურებას
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
  • 8-საათიან სამუშაო გრაფიკს

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ