ბარმენი
ტურინვესტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე საბაგირო გზაზე არსებულ რესტორან ,,არგო’’-ში.
ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე!
ამ პოზიციაზე თქვენი ძირითადი მოვალეობა იქნება ბარის ოპერაციული პროცესის მართვა და სტუმრებისთვის ხარისხიანი სერვისის უზრუნველყოფა.
ძირითადი მოვალეობები:
- ბარში წარმოდგენილი სასმელების სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის;
- გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება;
- პროდუქციის და დადგენილი სტანდარტის შესაბამისად შენახვა;
- ბარში არსებული დანადგარების მოვლა და ინვენტარიზაცია;
- ბარის სისუფთავისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
- ნაშთების, მარაგებისა და პროდუქციის ვადების კონტროლი;
- ბარში არსებული ზოგადი სტანდარტების დაცვა;
ძირითადი მოთხოვნები:
- ბარმენად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- თავაზიანი;
- ორგანიზებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
პიროვნული თვისებები:
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კრეატიულობა
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყაფირ შერვაშიძის აღმართი №78
- სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
- ანაზღაურება: შეთანხმებით
ჩვენ გთავაზობთ:
- კომფორტულ სამუშო გრაფიკს;
- კვებით უზრუნველყოფას;
- ტრანსპორტირებას საბაგირო გზით;
გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
- კვებითი უზრუნველყოფა
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa
- 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე „არგო“
- ფასდაკლება რესტორან „არგო“-ში
კომპანიის შესახებ:
ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:
- მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
- სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
- ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
- საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას
დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.
უპირატესობები:
- უფასო კვება
- ტრანსპორტირების უზრუნველყოფა
- ფასდაკლებები ჩვენს ან პარტნიორ კომპანიებში