ბარმენი
" Unfound Door - Design Hotel " აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე. მოვალეობები: ** სასმელების მომზადება ** სტუმრების მიღება და მომსახურება ** ბარში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა და შეთავაზება სტუმრისთვის ** სასმელების სწრაფად, ხარისხიანად მომზადება. ** ბარში არსებული დანადგარების, ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა ინვენტარიზაცია. ** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ბარმენი/მიქსოლოგის პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ** კლასიკური კოქტეილების ცოდნა ** კონტაქტურ ბარში მუშაობის გამოცდილება ** ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართულად კომუნიკაციის უნარი პიროვნული თვისებები: ** მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა ** კომუნიკაბელურობა ** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა ** მოქნილობა სამუშაო გრაფიკთან მიმართებაში ** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში ** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის ** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას. ** დაზღვევას თუ გსურთ, ჩვენთან თანამშრომლობა და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: vacancy@unfounddoor.ge და სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებებს!