ბარისტა/სენდვიჩის ამწყობი
"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს, განსხვავებული კონცეფციის რესტორნებსა და სახლის დეკორისა თუ სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ მაღაზიას.
კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა.
გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 8 ფილიალით, 3 რესტორნით - იტალიური Bistro, არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-ით და კონცეპტუალური მაღაზიით - Kitchen and Living.
ჯგუფს 2024 წელს შეემატა Tartine et Chocolat - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის, რომელიც 1977 წლიდან ტანსაცმლის დახვეწილ კოლექციებს ქმნის.
"Brunch by Gastronome"-ში ვეძებთ თანამშრომელს ბარისტა/სენდვიჩის ამწყობის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ასორტიმენტის მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა
- მომხმარებლების კონსულტაცია
- ყავის სხვადასხვა სახეობის მომზადება
- ფრეშების სხვადასხვა სახეობის მომზადება
- სენდვიჩის მომზადება
- მომსახურების მაღალი დონის უზრუნველყოფა
- ონლაინ მიღებული შეკვეთების მომზადება
- სამუშაო სივრცეში მუდმივი წესრიგის კონტროლი
- ყავისა და ფრეშის აპარატის მოვლა ინსტრუქციის შესაბამისად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია შესაბამის პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება
- სავალდებულოა ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
- გამართული მეტყველება
ანაზღაურება: 1100 ლარი
ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება კანონმდებლობის შესაბამისად.
სტაჟირება: 1 კვირა (ანაზღაურებადი)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი
ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა: 3 თვის შემდეგ