ბარისტა-მენეჯერი — გიშო კოფი & ტურს

გიშო კოფი & ტურს

ბარისტა-მენეჯერი

₾1800 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

გიშო კოფი & ტურს ეძებს პასუხისმგებლობიან და ენერგიულ ბარისტა-მენეჯერს.

აუცილებელია ინგლისური და რუსული (სასურველია) ენების სასაუბრო დონეზე ფლობა (რადგან ადგილმდებარეობა დატვირთულია ტურისტებით), ხალისიანი განწყობა, ღიმილი და კომუნიკაბელურობა.

გამოცდილება: პროფესიონალურ (ესპრესოს) ყავის აპარატთან მუშაობის ცოდნა, სასმელების და მილქშეიკების, კოქტეილების მომზადება.

მოვალეობები:

  • ზედამხედველობა ობიექტზე, შიდა და გარე სივრცის მოწესრიგება.
  • მარაგების შემოწმება და აღწერა.
  • სალაროსა და წესრიგის კონტროლი.
  • თანამშრომლების კონტროლი.

პირობები:

  • სტაჟირების პერიოდი არის გარკვეული ანაზღაურებით.
  • გრაფიკი: თავისუფალი (თქვენზე მორგებული, შეთანხმებით); კოფი შოპი იხსნება დილის 07:30-ზე და იკეტება 23:30 საათზე.
  • ლოკაცია: კოსტავას 3გ, ვერა, მეტრო რუსთაველის გადასწვრივ, რესპუბლიკის მოედანი.
  • ანაზღაურება: თვეში 1200 ლარიდან. ბონუსებით და ტიპსებით გამოგდით 1500-1800 ლარამდე + დამატებითი ბონუსები: სხვადასხვა გაყიდული პროდუქციიდან ბონუსები, გაყიდული ტურ/პაკეტიდან +30 ლარი

ბენეფიტები:

  • სველი წერტილი
  • გათბობა
  • სიგნალიზაცია / დაცვის სამსახური
  • ვიდეო-კონტროლი
  • კომფორტული სამუშაო გარემო და ხელშემწყობი უფროსი
  • ბარისტას ერთჯერადად თავის სმენაში ყავა - ჩაი - კაკაო - ცხელი შოკოლადი ეკუთვნით უფასოდ
  • კვება
  • მეგობრული და მხარდამჭერი სტაფი
  • სხვა პროდუქციის და სასმელების აღებას შეძლებს თვითღირებულების ფასში
  • მატჩაზე ექნება 50%-იანი ფასდაკლება
  • თანამშრომლებს გადაეცემათ 20% -იანი ფასდაკლების "Golden Ticket" რითაც მათ ან მათ სანდო პირებს შეეძლებათ შეღავათის მიღება კოფიშოპის შემოთავაზებულ მენიუზე.