ბარისტა-კონსულტანტი — ჯეჯელატო

ჯეჯელატო — ლოგო
ჯეჯელატო

ბარისტა-კონსულტანტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

იტალიური სანაყინე-საკონდიტრო "ჯეჯელატო" ეძებს ენერგიულ, შრომისმოყვარე, ერთგულ თანამშრომლებს ბარისტა-კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში

სამუშაო გრაფიკი: 7-საათიანი ცვლები (09:00-დან 16:00-მდე და 16:00-დან 23:00-მდე)

ანაზღაურება: საათობრივი + ბონუსი

ადგილმდებარეობა: ფილარმონიასთან

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება და სალაროსთან შეკვეთების მიღება;
  • პროდუქტის ასორტიმენტისა და მისი შემადგენლობის სრულყოფილად ცოდნა;
  • პროფესიონალურ ყავის აპარატთან მუშაობა;
  • სამუშო ადგილის მოწესრიგება და სისუფთავის დაცვა;
  • პროდუქტის ვადების და შენახვის წესების დაცვა;
  • მიტანის სერვისებთან მუშაობა

საჭირო უნარები და მოთხოვნები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პოზიტიურობა და მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობა;
  • გაყიდვებზე ორიენტირებულობა;
  • ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება სალაროსთან;
  • ინგლისური ენის კომუნიკაციის დონეზე ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს - სწავლის და მუშაობის შეთავსება;
  • ანაზღაურებად სტაჟირებას;
  • თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვან ფასდაკლებას კვებაზე;
  • საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირებას;
  • Fitpass;
  • სწავლას, განვითარებას, კარიერულ წინსვლას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • სამოტივაციო წახალისებებს