ბარისტა-კონსულტანტი — სისაური გრაინდერს

სისაური გრაინდერს — ლოგო
სისაური გრაინდერს

ბარისტა-კონსულტანტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

„sisauri grinders“ აცხადებს ვაკანსიას ბარისტა-კონსულტანტის პოზიციაზე.

გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა? ხარ ენერგიული, ღიმილიანი და პასუხისმგებლიანი? შემოუერთდი სისაურის გუნდს და გახდი ჩვენი ყოველდღიური ყავის ისტორიის ნაწილი! ჩვენ ვეძებთ ბარისტა-კონსულტანტს, რომელიც მომხმარებლებს არა მხოლოდ გემრიელ ყავას, არამედ სასიამოვნო გამოცდილებასაც შეუქმნის.

რას გააკეთებ?

  • იმუშავებ პოზიტიურ და ენერგიულ გუნდთან ერთად;
  • მოამზადებ სასმელებს ჩვენი სტანდარტების შესაბამისად;
  • მოემსახურები მომხმარებლებს მეგობრულად და პროფესიონალურად;
  • დაეხმარები მომხმარებელს სასურველი პროდუქტის შერჩევაში.

ვის ვეძებთ?

  • პოზიტიურ და კომუნიკაბელურ ადამიანს;
  • პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ თანამშრომელს;
  • გუნდური მუშაობის მოყვარულს;
  • ადამიანს, რომელსაც სურს განვითარება და ახალი უნარების შეძენა.

გამოცდილება არ არის აუცილებელი – ჩვენ გასწავლით ყველაფერს!

ეძებ პირველ სამსახურს ან ახალ შესაძლებლობას? ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შენი ენერგია, ღიმილი და სურვილი განვითარების.

რას გთავაზობთ?

  • ანაზღაურებადი სტაჟირება – 650 ლარი;
  • ბარისტა-კონსულტანტის ანაზღაურება – 900 ლარი;
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
  • პროფესიული ტრენინგები და განვითარების შესაძლებლობა;
  • FitPass-ის პროგრამა;
  • სამუშაო დღის განმავლობაში უფასო სასმელი შერჩეული ასორტიმენტიდან;
  • გუნდური, გასართობი და განმავითარებელი აქტივობები;
  • მეგობრული და სასიამოვნო სამუშაო გარემო.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ