ბარისტა/კაფეს კონსულტანტი — Arka Tbilisi

Arka Tbilisi

ბარისტა/კაფეს კონსულტანტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Arka Tbilisi აცხადებს ვაკანსიას ბარისტა/კაფეს კონსულტანტის პოზიციაზე.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • სასურველია ბარისტად ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • მომხმარებელთან კომუნიკაციისა და მომსახურების მაღალი კულტურა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა;
  • ენერგიულობა, ორგანიზებულობა და სწრაფად მუშაობის უნარი;
  • ცვლაში მუშაობის მზადყოფნა.

ძირითადი მოვალეობები:

  • ყავისა და სხვა ცხელი/ცივი სასმელების მომზადება რეცეპტურის შესაბამისად;
  • მომხმარებლის თავაზიანი და ხარისხიანი მომსახურება;
  • შეკვეთების მიღება და გაცემა;
  • სალარო ოპერაციების შესრულება (საჭიროების შემთხვევაში);
  • სამუშაო სივრცის, აპარატურისა და ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის მარაგების კონტროლში მონაწილეობა და საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება.