ბარისტა
მეამა ქოლექთი თავის გუნდში იწვევს აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს. ვეძებთ ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებთ მრავალფეროვანი სასმელების და საკვების ასორტიმენტთან მუშაობა და უყვართ ხალხთან კომუნიკაცია.
მეამა ქოლექთი არის ახალი კონცეფციის ყავის ობიექტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს, როგორც მეამას კაფსულის უნიკალურ გემოებს, ასევე ყავაზე და ჩაიზე დაფუძნებულ სხვადასხვა კოქტეილს, როგორც ყველასთვის ცნობილ სასმელებს ასევე უნიკალური რეცეპტებით დამზადებულ პროდუქტს.
თუ ეძებ სამსახურს, სადაც იმუშავებ მეგობრულ გარემოში, ერთდროულად ისწავლი და განვითარდები, მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა !
- ლოკაციები: თბილისის მასშტაბით: მეამა ქოლექთ ლისი, მეამა ქოლექთ ვაკე, მეამა ქოლექთ საბურთალო, მეამა ქოლექთ აღმაშენებელი (აღმაშენებელზე მხოლოდ ღამის ცვლა).
- სამუშაო გრაფიკი: მოქნილი, დღეში 7 საათიანი ცვლა.
- ბენეფიტები: კარიერული განვითარების შესაძლებლობა, ფასდაკლება მეამა ქოლექთის ასორტიმენტზე და ასევე მეამას პროდუქციაზე.
- ანაზღაურება:
- საათობრივი ანაზღაურება და დამატებით მზარდი ბონუსი.
- თვეში 20-22 დღე - 1000-დან 1100 ლარამდე და დამატებით ბონუსი.
- ღამის ცვლის შემთხვევაში (23:00-08:00), თვეში 14-15 დღე - 1120-დან 1250 ლარამდე და დამატებით ბონუსი.
კვალიფიკაცია და უნარები:
- მომსახურების ან კვების ობიექტის სფეროში მუშაობის, მინიმუმ 4 თვიანი გამოცდილება;
- სწრაფი და მაღალი კომუნიკაციის უნარი;
- კრეატიული აზროვნება და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
- პუნქტუალურობა და დისციპლინა;
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
ჩვენთვის მნიშვნელოვანია Service+ !
ჩვენ კი, ტრენინგების პროცესში სრულად შეგასწავლით ყავისა და ჩაის კულტურას, მრავალფეროვანი და მეამას უნიკალური სასმელების მომზადებასა და მომზადების ტექნიკას, სერვისს, კომუნიკაციას და სხვა საჭირო უნარებს - რაც წარმატებული ბარისტისთვისაა საჭირო.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 20 ივლისი.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "მეამა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალურ მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში. გისურვებთ წარმატებას!