ბარისტა
ყავის ბარი სთორის თბილისი ეძებს ბარისტას.
ჩვენ ვართ სპეციალტი ყავის კაფე, სადაც ყავა სერიოზულად გვიყვარს — ფერმიდან ჭიქამდე. ვეძებთ ენთუზიასტ ადამიანს, ვისაც სურს გაიღრმაოს ცოდნა ყავის სამყაროში და გახდეს ჩვენი გუნდის ნაწილი.
მდებარეობა: თბილისი, გ. ტაბიძის ქუჩა
განაკვეთი: შეთანხმებით
მოვალეობები:
- ესპრესო-ბაზირებული სასმელების მომზადება
- ალტერნატიული დაყენების მეთოდების გამოყენება (V60, Chemex, Aeropress და სხვ.)
- სტუმრების კონსულტაცია ყავის შესახებ
- ბარის სივრცის სისუფთავისა და სტანდარტების დაცვა
მოთხოვნები:
- ბარისტას გამოცდილება სასურველია 1 წელი
- ყავის მიმართ ნამდვილი ინტერესი და სწავლის სურვილი
- პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური სამუშაოს უნარი
- სტუმართმოყვარეობა და კომუნიკაბელურობა
ჩვენ გთავაზობთ:
- სრულ ტრენინგს და პროფესიულ განვითარებას
- მეგობრულ გუნდს და ყავის კულტურას, სადაც ყველა სწავლობს
- კონკურენტულ ანაზღაურებას
გვიყვარს ყავა. გვიყვარს ხალხი. გვიყვარს, როცა ორივე ერთ ადგილას შეიკრიბება.