ბარისა და სტუმრის მიმღები
სასტუმრო "ეპიზოდი" შექმნილია ენერგიული, დინამიკური მოგზაურებისთვის, რომლებიც ეძებენ არა მხოლოდ საცხოვრებელ ადგილს, არამედ დასამახსოვრებელ გამოცდილებას. სასტუმროს უნიკალურობა მომსახურების მიღების სიმარტივეშია. ეპიზოდს მოქნილობა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან სრული ადაპტაცია გამოარჩევს. გზა, რომელიც სტანდარტულად სასტუმროებში ფიზიკური სახითაა, ჩვენ მას მომხმარებელს ციფრულად ვთავაზობთ. სასტუმრო მოიცავს 118 ნომერს, სპორტულ დარბაზს, საკონფერენციო და შეხვედრების ოთახებს, ბარ-რესტორანს და მწვანე სივრცე-ატრიუმს.
სასტუმრო "ეპიზოდ ჰოტელს" აცხადებს ვაკანსიას ბარისა და სტუმრის მიმღების პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ (5 სამუშაო 2 დასვენების დღე)
ბენეფიტები: კვება/დაზღვევა/ფასდაკლება სასტუმროს სერვისებზე
ფუნქციები და მოვალეობები:
- სასტუმროში სტუმრის მიღება და საჭიროების შემთხვევაში რეგისტრაციაში დახმარება;
- სტუმრების შეკითხვებზე და მოთხოვნებზე დროული და ეფექტური რეაგირება;
- სასტუმროს სამართავ პროგრამებში მუშაობა;
- რესტორანში, ბარსა და ღონისძიებებზე სტუმრების მაგიდებთან მომსახურების გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა;
- თავაზიანობა და კეთილგანწყობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა;
- ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა.