ბარბექი
აღმოაჩინე საუკეთესო გარემო შენი განვითარებისთვის!
ტურინვესტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ბარბექის პოზიციაზე რესტორან ,,არგო“ - ში. ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ბარისთვის საჭირო სასმელების, ყინულის, ჭიქებისა და სხვა მარაგების დროული შევსება;
- ბარის სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
- ბარმენის დახმარება შეკვეთების სწრაფ და ეფექტურ შესრულებაში;
- სტუმრების მიმართ თავაზიანი და პროფესიონალური დამოკიდებულების შენარჩუნება.
ძირითადი მოთხოვნები:
- თავაზიანი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყადირ შერვაშიძის აღმართი #78
- სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში არაუმეტეს 40 საათი)
- ანაზღაურება: შეთანხმებით
- ტრანსპორტირება: უზრუნველყოფს კომპანია საბაგირო გზის საშუალებით;
- კვება: უზრუნველყოფილია;
კომპანიის შესახებ:
ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:
- მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
- სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
- ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
- საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას
დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.