ბაიერი/შესყიდვების მენეჯერი
სუპერი საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. "სუპერი" ბაზარზე ფიზიკური მომსახურების 12 სივრცითა და ელექტრონული მაღაზიითა წარმოდგენილი.
"სუპერის" სამუშაო გუნდი 400-მდე თანამშრომელს ითვლის, მიმდინარედ ვეძებთ ახალ წევს ბაიერი/შესყიდვების მენეჯერი თანამდებობაზე ტექსტილისა და საოჯახო მიმართულებაში.
ვაკანტური თანამდებობის შესახებ:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვერა, რომან მიმინოშვილის №1
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 (1 საათი შესვენება)
ანაზღაურების ტიპი: მხოლოდ ფიქსირებული
ანაზღაურების ოდენობა: 6000 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სარეალიზაციო პროდუქციის შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავება, შესყიდვა, მოწოდების პროცესის კონტროლი;
- ფასწარმოქმნის (საბაზისო ფასი) პროცესში ჩართულობა, სარეკომენდაციო ფასების შემუშავება;
- გაყიდვების ანალიზი, მათ შორის რთულად რეალიზებადი პროდუქციის გამოვლენა და გაყიდვების სტიმულირების მიზნით აქტივობების დაგეგმვაში ჩართულობა;
- ყოველდღიური, სეზონური, სადღესასწაულო ფასდაკლებების დაგეგმვის პროცესში ჩართულობა, მათ შორის, პროდუქციის სააქციო ფასების შემუშავება;
- ადგილობრივი ბაზრის ანალიზი - კონკურენტი კომპანიების ასორტიმენტის, ფასების მონიტორინგი;
- სარეალიზაციო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება (არსებული ასორტიმენტის რეალიზაციის, ბაზრის ტენდენციების საფუძველზე);
- არსებული და ახალი პროდუქციის მახასიათებლების შესახებ ინფორმირებულობა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის გაზიარება;
- პროდუქციის მარაგების/ნაშთების კონტროლი შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად;
- წუნდებული პროდუქციის მართვასთან დაკავშირებულ პროცესებში ჩართულობა;
- შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება, პროგრამულად ასახვა, შენახვა;
- სხვადასხვა სახის რეპორტის მომზადება განსაზღვრული პერიოდულობით და მოთხოვნის შესაბამისად;
მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ბაიერი / შესყიდვების მენეჯერი:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია, მსგავს თანამდებობაზე მუშაობის (იგულისხმება კომერციული შესყიდვები) მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- იდენტურ სფეროში (ტექსტილისა და საოჯახო მიმართულებაში) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
- უმაღლესი განათლება (ეკონომიკა/ბიზნესი/ფინანსების მიმართულებით);
- აუცილებელია, ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა (წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციისთვის);
- აუცილებელია, Microsoft Office-ს, განსაკუთრებით EXCEL-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარები:
- სხარტი, ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- დროის, სამუშაო პროცესების დაგეგმვისა და მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
გუნდის წევრს ვთავაზობთ:
- პროფესიონალურ გარემოსა და საინტერესო სამუშაო პროცესს;
- პროფესიული განვითარების დიდ შესაძლებლობას და გუნდის მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას;
- საინტერესო, მრავალფეროვან მივლინებებს სხვადასხვა გამოფენაზე;
- კონკურენტულ და მზარდ ანაზღაურებას;
- კომპანია "სუპერის" პროდუქციაზე თანამშრომლის ფასდაკლებას;
შერჩევის ეტაპები:
- რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს, რეზიუმეს გამოგზავნიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში);
- ორეტაპიანი გასაუბრება კომპანიის წარმომადგენლებთან;