ბაგა-ბაღის მენეჯერი
შპს არასახელმწიფო საერო სკოლა "ალბიონთან" არსებულ ბაგა-ბაღს, "მომავალი ალბიონელი" ესაჭიროება ბაგა-ბაღის მენეჯერი (დირექტორი).
პასუხისმგებლობები:
- ხელმძღვანელობს ბაგა-ბაღს, პასუხისმგებელია ბაგა-ბაღის მართვის სტრატეგიის განხორციელებაზე.
- ქმნის აღსაზრდელის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვისა და განვითარებისთვის შესაბამის პირობებს და მონიტორინგს უწევს მის განხორციელებას.
- ახორციელებს ბაგა-ბაღის მართვის პირობებით განსაზღვრული ფიზიკური გარემოს მოთხოვნების შესრულების გეგმას.
- აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას.
- ასრულებს დამფუძნებელ-დირექტორის წერილობით და სიტყვიერ დავალებებს, რომლებიც დაკავშირებულია სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებთან.
- სისტემატურად უწევს მონიტორინგს პედაგოგიურ პერსონალს ჯგუფში დასწრებით, აფასებს მათი მუშაობის ხარისხს და აძლევს შესაბამის რეკომენდაციებს.
- უზრუნველყოფს დაწესებულების საქმიანობის შესაბამისობას და ახორციელებს თვითშეფასებას ავტორიზაციის სტანდარტებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი
- ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესი.
- "ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები"
- "ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების შენობის ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობის შესახებ მოთხოვნები".
- ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება.
- ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონი.
- "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების" დამტკიცების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი.
- ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი.
ხელფასი: 2000 ლარი.
სამუშაო საათები: 09:00 სთ-დან 19:00 საათამდე.
მისამართი: ქ. თბილისი, იოსებ და ლეონ ორბელების ქ. N64