B2B სპეციალისტი
მეგატექნიკა უკვე 30 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის ბაზარზე. მეგატექნიკას ქსელი 20-მდე ფილიალს, 100-მდე პარტნიორ მაღაზიასა და ტექნიკის ონლაინ მაღაზიას მოიცავს, რომლის საშუალებით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ტექნიკა, სახლიდან გაუსვლელად, მთელი საქართველოს მასშტაბით. მეგატექნიკა ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია არაერთი მსხვილი ბრენდის, ისეთი როგორიცაა Samsung, Apple, LG, Hisense, Electrolux, Simfer, Philips, Delonghi, Kenwood, Braun, Acer და სხვა.
მეგატექნიკაში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - B2B სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთელი
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი, 10:00-19:00
ანაზღაურება: ფიქსირებული
ფუნქცია-მოვალეობები:
- ბაზრის შესახებ ინფორმაციის მოძიება, შეგროვება და ანალიზი;
- შეკვეთების პროგრამაში რეგისტრაცია და გატარება;
- კონკურენტების, ფასებისა და ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი;
- კონტრაქტორებთან და პარტნიორ კომპანიებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
- კომერციული დოკუმენტაციის მომზადებაში მხარდაჭერა (შეთავაზებები, ინვოისები, ხელშეკრულებები და სხვ.);
- მონაცემების ბაზების განახლება და ადმინისტრირება;
- ანგარიშებისა და რეპორტების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
- კლიენტების მოთხოვნებზე დროული რეაგირება და პრობლემების გადაჭრაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება;
- უცხო ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დამატებითი უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გამართული კომუნიკაციის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებულობა.