აზიური სამზარეულოს მზარეული — Maneki Sushi

Maneki Sushi

აზიური სამზარეულოს მზარეული

₾1700 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ჩვენ ვართ "Maneki Sushi" — სუშის, როლებისა და ვოკის მიტანის სერვისი, რომელიც უკვე 3 წელზე მეტია წარმატებით ფუნქციონირებს. ჩვენი ობიექტი მდებარეობს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

სუშისა და როლების მომზადების გამოცდილება მისასალმებელია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ გადავამზადოთ კანდიდატი, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვს.

მოვალეობები:

  • სუშის, როლებისა და ვოკის კერძების მომზადება.
  • მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლი.
  • დამხმარე-შემმზადებლის მუშაობის კოორდინაცია.
  • სამუშაო ადგილის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.

მოთხოვნები:

  • მზარეულად მუშაობის გამოცდილება.
  • პასუხისმგებლობა, სისუფთავე და ორგანიზებულობა.
  • გუნდში მუშაობის უნარი.

პირობები:

  • ხელფასი: 1700 ლარი თვეში.
  • სამუშაო გრაფიკი: 2/2.
  • სამუშაო საათები: 14:00-დან 02:00 საათამდე.

სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ტაქსის ხარჯს კომპანია ანაზღაურებს. სტაბილური სამუშაო მეგობრულ და პატარა გუნდში.