ავტოსესხის მენეჯერი- ქუთაისი
სალიზინგო კომპანია "სითი" აცხადებს ვაკანსიას ავტოსესხის მენეჯერის პოზიციაზე.
"სითი ლიზინგი" ახორციელებს ავტომობილების ფინანსური ლიზინგისა და უკულიზინგის მომსახურებას. კომპანია დაარსდა 2012 წელს და წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე.
სამუშაო ტერიტორია: ქუთაისი, ჭავჭავაძის 45.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
- საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (Microsoft Office);
- მართვის მოწმობა (B კატეგორია).
პიროვნული თვისებები და უნარები:
- გამართული მეტყველება;
- კომუნიკაბელურობა;
- ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
- ენერგიულობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ძირითადი მოვალეობები:
- ოფისში შემოსულ ვიზიტორებთან მოლაპარაკების წარმოება;
- ლიზინგის ხელშეკრულებების გაფორმება;
- სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
ანაზღაურება: 1 100 (ერთი ათას ასი) ლარი + ბონუსი