ავტომობილის შემფასებელი — Premium Leasing

Premium Leasing — ლოგო
Premium Leasing

ავტომობილის შემფასებელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"პრემიუმ ლიზინგი"- საერთაშორისო ჯგუფში "4 finance" შემავალი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით.

"4 finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით.

"პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების შემფასებელის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • შემოსული სალიზინგო განაცხადით მოწოდებული მონაცემების საფუძველზე ავტომობილების შეფასება;
  • ავტომობილის საბაზრო ღირებულების განსაზღვრა;
  • ფასის შედარება მიმდინარე ბაზართან (მაგ. Auto.ge, Mymarket.ge და სხვა პლატფორმები);
  • საჭიროებისამებრ, მოუწევს ავტომობილების რეალურად დათვალიერება, გამართულობის განსაზღვრა, შეფასება;
  • დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე, სხვა დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა.

ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს,

  • ავტო ლომბარდის ან/და სალიზინგო მიმართულებით შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებით (ჩაითვლება უპირატესად);
  • ავტო ბაზრის სპეციფიკის ცოდნით;
  • ავტომობილების ტექნიკურ დონეზე ცოდნით;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნით;
  • დეტალებისადმი ორიენტირებულს;
  • მოწესრიგებულს და პასუხისმგებლობიანს;
  • დახვეწილი კომუნიკაციის უნარებით;
სამუშაო ადგილი:
  • თბილისი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზ. 3
სამუშაო საათები:
  • ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
  • შაბათი, მონაცვლეობით, 10:00-15:00