ავტომექანიკოსი — ფოლადის სახლი

ფოლადის სახლი — ლოგო
ფოლადის სახლი

ავტომექანიკოსი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ფოლადის სახლი" აცხადებს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების მექანიკოსის ვაკანსიას, ჩვენ ვეძებთ გამოცდილ და პასუხისმგებლობიან პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ავტოპარკის გამართულ და უსაფრთხო მუშაობას.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილო/ვაზიანი

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ავტოპარკში არსებული სატვირთო ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება, დიაგნოსტიკა და გაუმართაობების დროული აღმოფხვრა;
  • სატვირთო ტრანსპორტის სავალი ნაწილის, სამუხრუჭე და ჰიდრავლიკური სისტემების შეკეთება;
  • საჭიროების შემთხვევაში, მსუბუქი ავტომობილების დიაგნოსტიკა და მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესრულება;
  • გეგმური ტექნიკური მომსახურების ჩატარება (ზეთების, ფილტრების, სამუხრუჭე ხუნდების შეცვლა და სხვა);
  • ავტოპარკის ხელმძღვანელთან და ლოჯისტიკის დეპარტამენტთან კოორდინირებული მუშაობა ტრანსპორტის გამართულობის უზრუნველსაყოფად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ავტომექანიკოსად მუშაობის გამოცდილება;
  • სატვირთო ავტომობილების ტექნიკური მოწყობილობისა და სისტემების ცოდნა;
  • დიაგნოსტიკური და სარემონტო სამუშაოების დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • კვებასთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ ბენეფიტებს.