ავტომატური სისტემების სპეციალისტი- რუსთავი
შპს "პალატი", პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ქართულ ბაზარზე შემოვიდა 2022 წელს და ყველა მიმართულებით დღემდე აქტიურად ვითარდება.
კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის, საექსპორტო ფანერებს და საწარმოო პროცესის ზრდის პარალელურად, იკრებს გუნდის ახალ წევრებს.
სწორედ ამ ზრდასთან დაკავშირებით, ვეძებთ ახალ წევრს ავტომატური სისტემების სპეციალისტის პოზიციაზე რუსთავში.
მოთხოვნები:
- უმაღლესი/პროფესიული განათლება ელექტროენერგეტიკის მიმართულებით;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია ელექტროუსაფრთხოების თანრიგის მოწმობა;
- სიხშირულ გამშვებთან და მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
- ელექტრო ძრავებთან მუშაობის გამოცდილება;
ძირითადი მოვალეობები:
- ელექტრო დანადგარებისა და მოწყობილობების მართვის სისტემების გაწყობა/მომსახურება;
- ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების ტექნიკის წესების დაცვა;
- მოხსენებითი ბარათების წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან;
სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- საქმის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი
სამუშაო გრაფიკი - სრული (09:00 - 18:00) ან ცვლები;
მდებარეობა - ქ. რუსთავი, მაზნიაშვილის 4.