ავტომატიზაციის და დანადგარების სპეციალისტი
კომპანია "სოფთმასტერი" აცხადებს ვაკანსიას ავტომატიზაციის და დანადგარების სპეციალისტის პოზიციაზე.
შპს "სოფთმასტერი" 2002 წლიდან ფუნქციონირებს და ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე დინამიურად განვითარებად კომპანიას წარმოადგენს.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი (შესაძლებელია მივლინებები რეგიონებში)
წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 30 ივლისი.
მოთხოვნები:- უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით;
- წყლის ჩასაძირ ტუმბოებთან, რელეებთან, სენსორებთან და ელ. სადენებთან მუშაობის გამოცდილება;
- მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- ანალიტიკურ და ლაბორატორიულ ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება;
- PLC პროგრამირების პრაქტიკული გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა;
- სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- არამწეველი.
- სამუშაო დღე: სრული განაკვეთი
- ანაზღაურება: შეთანხმებით
უპირატესობად ჩაითვლება ანალიტიკური დანადგარების სერვისის გამოცდილება.